ახალი ამბები
ექიმი: ანაკლიის ტერიტორიიდან ახალგაზრდა გოგონა ტოქსიური ეფექტით შემოიყვანეს
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში ანაკლიის ტერიტორიიდან ორი ახალგაზრდა შეიყვანეს, მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა. როგორც რადიო „ათინათს“ ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა, ახალგაზრდა გოგონას ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა. მისივე თქმით, ჩატარებული მკურნალობის შედეგად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.

„ანაკლიის ტერიტორიიდან საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის მიერ გადმოყვანილ იქნა ორი ახალგაზრდა. მათგან ერთ-ერთი გარდაცვლილი იყო. გოგონას  დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა, მისი მდგომარეობა ჩატარებული მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესდა და ის უკვე გაეწერა“, - განაცხადა ორჟონიამ.

ანაკლიაში ფესტივალის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცუდად გახდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.

ანაკლიის ტერიტორიაზე მუსიკალური ფესტივალი ECHOWAVES 23 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტოს დასრულდება.

ამავე თემაზე:


ანაკლიაში ფესტივალ ECHOWAVES მონაწილე გარდაიცვალა
Print