ახალი ამბები
"ჩვენ გვინდა ანაკლია ნარკოტიკის გარეშე"- ფეისბუქ მომხმარებლების რექცია
მუსიკალური ფესტივალის მონაწილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით Echowaves-ის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცახდებას ფეისბუქ მომხმარებლები ეხმაურებიან. „ჩვენ გვინდა ანაკლია ნარკოტიკის გარეშე“, „ჩვენ გვინდა მუსიკა სიკვდილის გარეშე“ - 100-ზე მეტი მსგავსი კომენტარი დატოვეს ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე, თუმცა აქვე ინტერნეტ მომხმარებლები წერენ, რომ გამოხმაურებების უმეტესობა  ე.წ "ბოტებს" ეკუთვნით. 

ფესტივალის ორგანიზატორები გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს და სხვა სტუმრებს მოუწოდებს, რომ გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას.

ანაკლიაში ფესტივალის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცუდად გახდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის გზაში გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ მოხდა. მედიკოსების ინფორმაციით, მას უცნობი სუბსტანციით ინტოქსიკაციის ნიშენები ჰქონდა.

შს სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.

ამავე თემზე


განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს

ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით Echowaves განცხადებას ავრცელებს 

ექიმი: ანაკლიის ტერიტორიიდან ახალგაზრდა გოგონა ტოქსიური ეფექტით შემოიყვანეს

ანაკლიაში ფესტივალის ECHOWAVES სტუმარი გარდაიცვალა
Print