ახალი ამბები
ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი ჯგუფმა die antwoord დახურა (ვიდეო)
ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი, რომელიც 23 აგვისტოს დაიწყო ჯგუფ die antwoord-მა დახურა. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ფესტივალმა მათ მოლოდინს გადააჭარბა და ის წარმატებით დასრულდა. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას ყველაზე აქტიურ პერიოდში 12 500-მდე სტუმარი ეწვია.

„ფესტივალის ტერიტორიაზე არსებულ ხუთივე სცენაზე 150 მეტი საერთაშორისო შემსრულებელმა დაუკრა. მათ შორის იყო Juan Atkins, რომელმაც კონსერვატორიის ორკესტრთან ერთად დაუკრა. საერთო ჯამში ფესტივალი წარმატებით დაიხურა. ყველაზე აქტიურ პერიოდში დაფიქსირდა 12 500-მდე ადამიანი. ჟანრობრივად განსხვავებული შემსრულებელები გვყავდა და საბოლოო ჯამში გადააჭარბა ჩვენ მოლოდინს იმიტომ, რომ თორმეტი ათას ადამიანს არ ველოდებოდით“, - აღნიშნა ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ხატია გელოვანმა.

Echowaves-ის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ფესტივალი მომავალ წელსაც ჩატარება. 

ამავე თემაზე:

ფესტივალი Echowaves გაიხსნა (ფოტო)

ფესტივალის Echowaves პირველი დღე და სტუმრების შთაბეჭდილებები (ფოტო, ვიდეო)


Print