ახალი ამბები
,,ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის" საქმიანობას შიდა აუდიტის სამსახური შეისწავლის
ზუგდიდში, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ თანამშრომლი ხატია ჯანაშია  მერიის ააპ-ებ-ს ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.  ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა. 

„ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ სახელმწიფო აუდიტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდებიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებით! გასარკვევია რა ხდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ გაერთიანებულ ააიპ-იებში?! რატომ მოხდა წელს ორჯერ ხელფასის სეკვესტრი?! რატომ არ დაგვერიცხა იანვრის ხელფასი?! რატომ არის საქართველოს შრომის კოდექსი დარღვეული?! რატომ დაიწყო სეკვესტრის მერე არამიზნობრივი რემონტი კომბინატის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში?! რატომ აყარეს პარკეტი და რატომ მოუწიათ ცხრაჯერ მეტლახის დაგება?! რატომა არის ბიუჯეტის თანხები გაფლანგული და რატომ მოაკლდა ხალხს ისედაც მიზერულ ხელფასზე 20-20%?! რატომ გვეუბნებიან მერიაში "შრომის კოდექსით კარგახანია არ ვხელმძღვანელობთო"?! თუ ბიუჯეტს უჭირს, (ჯერ გასარკვევია რატომ გაუჭირდა)!!! რატომ ეჭრებათ ხელფასი მხოლოდ ააიპ-ებში და რატომ იცავს კანონი მერიის, ზოგადად საჯარო მოხელეების უფლებებს და რატომ არის ფეხქვეშ გათელილი ააიპ-ების თანამშრომლების უფლებები?! აი ასეთი პასუხით გამომისტუმრეს მერიიდან და რას ნიშნავს იქნებ ესეც აახსნევინონ სახელმწიფო აუდიტიდან ჩამოსულებმა ამ კომპეტენტურებს!!! ამ კომენტარის მერე არ გამოვრიცხავ მერიაში მესამედ დამიბარონ და მუქარითა და გონორით მითხრან: "რა იყო ხატია, კანონის ენაზე დაგვიწყეს საუბარი"-ო?!.... ოღონდ კანონის ენაზე საუბარი უკანონობად როდის მერე ითვლება ეგ ვერ გავიგე და მაინც, კომბინატის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან რამოდენიმე ააიპ-ის გაერთიანების და ახალი დირექტორ-იურისტის დანიშვნის მერე რა ჯანდაბა ხდება ეგაა გასარკვევი თან სასწრაფოდ!!!“, - წერს ხატია ჯანაშია.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ ჯანაშიას მიერ სოციალურ ქსელში  გაჟღერებული ინფორმაციის გამო მიიღო გადაწყვეტილება და აღნიშნულ ააიპ-ის საქმიანობას  შიდა აუდიტის სამსახური შეისწავლის.










Print