ახალი ამბები
ანაკლიაში გაუპატიურების ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ანაკლიაში ქალის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ სასამართლოში უთხრეს. მათივე ცნობით, სხდომა დახურული იყო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გაუპატიურების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ა.ა. 27 აგვისტოს დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში, თ.ტ-სთან, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, სქესობრივი კავშირი იძულებით დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. გამოძიება გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობდა.

ანაკლიაში გოგონას გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
Print