ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ფოთში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ფოთის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, ერთობლივად
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 1980 წელს დაბადებული
ზ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს. უწყების ცნობით,
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას,
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 6 ვაზნა ნივთმტკიცებად
ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - ნათქვამია
შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით
მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ
შეძენა-შენახვას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები