ახალი ამბები
მოქალაქე პროტესტის ნიშნად ზუგდიდიდან თბილისამდე ფეხით წასვლას აპირებს
აფხაზეთიდან დევნილი მანანა თაკალანძე, რომელიც ამბობს, რომ საცხოვრებელი ბინა მოტყუებით წაართვეს, ზუგდიდიდან თბილისამდე ფეხით ჩასვლას გეგმავს. ის თაღლითობაში  შპს „სუპერმარკეტის„ დირექტორის მოადგილეს მანანა ბარძემაშვილს და მის ქმარს აკაკი ფიფიას ადანაშაულებს.

„ჩემი ბინა, რომელიც სახელმწიფომ დამიკანონა თაღლითური გზით წამართვეს, ცოლ-ქმარმა. ექვსი შვილით ნაქირავებში ვცხოვრობ, იქიდანაც დღე-დღეზე გამომაგდებენ, რადგან ქირას უკვე ვეღარ ვიხდი. 6 შვილი მყავს, სკოლაში ვეღარ ვუშვებ. ზუგდიდის პროკურატურის მუშაობით უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ მინდა რომ ჩემი ამბავი მოვუყვე მთავარ პროკურორს და დაჩქარდეს გამოძიება. მანანა ბარძემაშვილი და მისი ქმარი მირეკავენ და მემუქრებიან. მეუბნებიან, შენ მოსაკლავი ხარო“, - უთხრა ჟურნალისტებს თაკალანძემ.

ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ მანანა თაკალანძე დაზარალებულად 31 მაისს ცნო.

თაკალანძემ აღნიშნულთან დაკავშირებით, რაიონულ პროკურატურასთან აქციებიც გამართა. ის ამტკიცებს, რომ ბარძემაშვილმა მას ბინაში სოფლად სახლის გადაცვლა შესთავაზა, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, ის მოტყუებით სხვის სახლში შეასახლეს.

თავის მხრივ მანანა ბარძემაშვილი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სოფელის სახლში აღნიშნული ოჯახი ათი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

„ათი თვე იცხოვრეს სოფლის სახლში, რომელიც ბინაში გადავცვალეთ. თავიდან დოკუმენტებთან დაკავშირებით იყო პრობლემები. როდესაც მოგვარდა და დავურეკე და ვუთხარი კომისია მივა და სახლში დახვდითმეთქი გამომიცხადეს, რომ არ გვინდა შენი სახლიო. როდესაც უკვე გარემონტებული სახლი გაანადგურეს“, - თქვა ბარძემაშვილმა.

ის ამ ყველაფრის უკან ადვოკატ თანდილა ჯოლოგუა უკავშირებს და ამბობს რომ საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.

"ამ ყველაფრის უკან დგას ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა. სასმართლო პროცესზე მოსამართლემ შემოგვთავაზა ერთმანეთში მორიგდითო, მაშინ თანახმა იყო ახლა სხვანაირად საუბრობს. ჯოლოგუა სარგებლობს ამ ყველაფრით და ჩემთვის ფულის გამოძალვა უნდა. მე ყველაფერი წესრიგში მაქვს და ვიცი რომ სამართალი ჩემს მხარეს არის. მათ კი ტყუილისთვის პასუხისგება მოუწევთ", - ამბობს ის.

რადიო "ათინათი" თანდილა ჯოლოგუას ვერ დაუკავშირდა, ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამჟამად, აღნიშნულ საქმეს ზუგდიდის რაიონული სასამართლო იხილავს.

ამავე თემაზე:

დევნილი, რომელიც აქციას მართავდა, პროკურორს შეხვდა (ვიდეო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.