ახალი ამბები
ექიმი: ფოთიდან შემოყვანილი მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა
ფოთში, სავარაუდოდ, ყუმბარის აფეთქებით დაშავებული მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ის სხეულის მრავლობითი დაზიანებით შემოიყვანეს. მისივე ცნობით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ფოთიდან კატასტროფის სამსახურის მიერ გადმოყვანილ იქნა მამაკაცი,პოლიტრავმით. მას აღენიშნება ქალა-ტვინის ღია ტრავმა, თავის ტვინის შეშუპება. საფეთქლის და შუბლის ძვლის მოტეხილობა და გულმკერდის დახურული ტრავმა. მდგომარეობა ტერმინალურია, კომატოზური. იმყოფება მართვით სუნთქვაზე“, - ამბობს ორჟონია.

ფოთში, ნაბადის უბანში ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად 41 წლის მამაკაცი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს, სავარაუდოდ, ხელყუმბარა, შემთხვევით აუფეთქდათ.

გამოძიება ორი 236-ე და 124-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით. 

ამავე თემაზე:

ფოთში აფეთქებისას ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა
Print