ახალი ამბები
სენაკში სამეთაურო-საშტაბო სწავლება “Agile Spirit 2018” დაიხურა
სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლების “Agile Spirit 2018” დახურვის ცერემონიალი გაიმართა. მას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, სამხედრო ატაშეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 10 ქვეყანა მონაწილეობდა. ღონისძიებაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების წარმატებული მონაწილეებ დაჯილდოვეს.

გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „Agile Spirit 2018“-ში მონაწილე 13 სამხედრო მოსამსახურე სწავლებაში შეტანილი წვლილისთვის უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. სწავლების მეთაურმა, გენერალმა გიორგი მათიაშვილმა კი, სწავლების დაგეგმვასა და აღსრულებაში შეტანილი წვლილისთვის შეიარაღებული ძალების ორ სამხედრო მოსამსახურეს საშტატო იარაღი, ხოლო ხუთ სამხედრო მოსამსახურეს უწყებრივი მედალი - „გენერალი მაზნიაშვილი“ გადასცა.



Print