ახალი ამბები
სოხუმი: დაკავებულია მძღოლი, რომელიც გენადი გაგულიას ავტომობილს დაეჯახა
სოხუმში დააკავეს მძღოლი, რომელმაც გამოიწვია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რის შედეგადაც, დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ - მინისტრი გენადი გაგულია დაიღუპა. 22 წლის ხაჯარათ თარსმანს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ „სპუტნიკს“ გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა დაურ ამიჩბამ განუცხადა. ამავე ცნობით, აღნიშნული დანაშაული შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმე „რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ აჩბამ პირად კონტროლზე აიყვანა“, წერს გამოცემა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია 8 სექტემბერს, ფსოუ-სოხუმის გზის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სირიიდან დაბრუნებული გაგულია, აფხაზურ დელეგაციასთან ერთად, სოჭის აეროპორტიდან სოხუმისკენ მიემართებოდა. ამავე ცნობით, ის სამთავრობო კორტეჟის თანხლებით გადაადგილდებოდა.

Print