ახალი ამბები
მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრიდან 25-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს
მესტიის მერიის ააიპ „კულტურის და ხელოვნების ცენტრიდან“  25-მდე თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზად რეორგანიზაცია სახელდება. როგორც რადიო „ათინათს“ აღნიშნული  ააიპ-ის დირექტორმა გეგა ფალიანმა უთხრა, ისინი კულტურის სამსახურის, ლეო ფილფანის სახალხო,  ფოლკლორის თეატრის და სახელოვნებო სკოლის გაერთიანების შემდეგ დაითხოვეს.

„ოთხი თვეა, რაც ეს სამი სამსახური გაერთიანდა და ერთი ააიპ ჩამოყალიბდა. პირველივე დღიდან ყველა თანამშრომელი მყავდა გაფრთხილებული რეორგანიზაციის შესახებ. ყველამ იცოდა, რომ არასაჭირო კადრები გაუქმდებოდა, რადგან ეს იყო მოგონილი შტატები. რამდენიმე მათგანი იმიტომ გავუშვი, რომ არ დადიოდნენ სამსახურში.  შეცვლილია საშტატო ნუსხა, სხვა მიმართულებით და სხვა იდეებით უნდა იმუშავოს ამ ააიპ-იმ. ახალგაზრდებით და განათლებული კადრებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. რა თქმა უნდა, გათავისუფლებული თანამშრომლები იქნებიან რეზერვში და როცა გამომიჩნდება ისეთი შტატი, სადაც ისინი იქნებიან საჭირო, მათ აუცილებლად დავაბრუნებ“, -თქვა ფალიანმა.

გეგა ფალიანი ამბობს, რომ ააიპ “კულტურისა და ხელოვნების ცენტრი" ოთხი თვის წინ ჩამოყალიბდა და თანამშრომლების გათავისუფლება ეტაპობრივად მოხდა.






Print