ახალი ამბები
ნათია ნაცარაშვილი: მესტიის მერიის აიიპ-დან ჰესების საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობისთვის გამათავისუფლეს
მესტიის მერიის ააიპ „კულტურის და ხელოვნების ცენტრიდან" გათავისუფლებული თანამშრომელი ამბობს, რომ ის სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვეს, თუმცა სასამართლოში სარჩელის შეტანას არ აპირებს. ნათია ნაცარაშვილი სამსახურიდან დათხოვნას ჰესების წინააღმდეგ გამართულ აქციებს უკავშირებს, რომელშიც, მისი თქმით, ის აქტიურად მონაწილეობდა.

„კულტურის სამსახურში ქორეოგრაფად ვმუშაობდი. ჩემი გათავისუფლების შესახებ რამდენიმე დღის წინ გავიგე თანამშრომლისგან. ეს გადაწყვეტილება არის უკანონო და ვთვლი, რომ ეს უკავშირდება ჩემს აქციებში მონაწილეობას. არავის არ გავუფრთხილებივარ, რომ იქნებოდა შტატების შემცირება. არ დამრიცხვია აგვისტოს ხელფასი და ჩემს თანამშრომელს ვთხოვე გაერკვია, თუ რა ხდებოდა. მიმაჩნია, რომ ჩემი გათავისუფლება არის არასწორი გადაწყვეტილება, რადგან სამსახურში ჩემზე ნაკლებად კომპეტენტური კადრები დატოვეს. როგორც ვიცი, ჩემსავით 25 თანამშრომელი გაუშვეს. ხელმძღვანელთან ჯერ აქ მქონია კომუნიკაცია. გუშინ და გუშინწინ ვცდილობდი შეხვედრას, მაგრამ არ დამხვდა სამსახურში“, - ამბობს ნათია ნაცარაშვილმა.

რაც შეეხება მესტიის მერიის ააიპ „კულტურის და ხელოვნების ცენტრის“ ხელმძღვანელს გეგა ფალიანს, ის ამბობს, რომ აღნიშნული სამსახური ოთხი თვის წინ ჩამოყალიბდა და რეორგანიზაციის შესახებ პირველივე დღიდან ყველა თანამშრომელი გაფრთხილებული იყო. რაც შეეხება თანამშრომლების დათხოვას, ამის მიზეზად ის გაზრდილ შტატებს ასახელებს.



ამავე თემაზე:

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრიდან 25-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს






Print