ახალი ამბები
ზუგდიდში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ზუგდიდში აბონენტების გარკვეულ რაოდენობას დენი ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების გამო არ მიეწოდება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ენერგო-პროში უთხრეს. მათივე ინფორმაციით, ტექნიკური სამსახური უკვე გასულია და იმ აბონენტების მცირე ნაწილს, რომლებსაც დენი ამ დრომდე არ მიეწოდებათ, მალე აღუდგებათ. 

„ქალაქის რამდენიმე ქუჩას არ მიეწოდება ელექტროენერგია, ასევე სოფელ რუხში, ოდიშში, კორცხელში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე“, - ამბობენ კომპანიაში.

ამავე ცნობით, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დღეს დილით შეუწყდათ.



Print