ახალი ამბები
ზუგდიდში დღეს ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება
ზუგდიდის სკეიტ პარკში დღეს, 16:00 საათზე, ახალგაზრდული ფესტივალი - „თანატოლები თანასწორებისთვის“ გაიმართება. ღონისძიების მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გენდერული თანასწორობის საკითხებში ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდა. ფესტივალის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა  შემეცნებით-გასართობი ღონისძიება:

სპორტული აქტივობები;

არასამთავრობო ორგანიზაციების გამოფენა;


ცოცხალი ბიბლიოთეკა;

სახეების მოხატვა;

მამაკაცების კულინარიული შეჯიბრი;

ხელნაკეთი ნივთების და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა;

ღონისძიება თბილისდან მოწვეული DJ-ის კონცერტით და ლაზერ შოუთი დასრულდება. 

ფესტივალს ასოციაცია „ათინათი“, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში  და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ატარებს.

ღონისძიების სპონსორები და პარტნიორები არიან: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლაზიკა კაპიტალი’’, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი,  APM/Terminals- ფოთის პორტი და საკანცელარიო მაღაზია ,,პილოტი“. 





Print