ახალი ამბები
ანაკლიაში ერთ-ერთ ქუჩას ოჩამჩირის სახელი მიენიჭა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში უსახელო ქუჩას, სადაც უმეტესად ოჩამჩირიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს, ამ ქალაქის სახელი მიანიჭეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ლაგვილავას თქმით, ინიციატივა ადგილობრივებს ეკუთვნით. დეპუტატებმა შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.









Print