ახალი ამბები
ზუგდიდში პედაგოგებს ფულადი ჯილდო გადაეცათ
ზუგდიდის მერიამ 20 მასწავლებელს მადლობის სიგელი და 200-200 ლარი გადასცა. მერიის ინფორმაციით, წარმატებულ პედაგოგებს ფულადი ჯილდო მასწავლებლის საერთაშორისო დღეთან დაკავშირებით აჩუქეს.

,,გილოცავთ პროფესიულ დღეს, წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა შრომისთვის და შეუფასებელი ღვაწლისთვის. ვამაყობ თქვენს რიგებში ყოფნით“- მიმართა პედაგოგებს ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ.

ამავე ცნობით, მომავალი წლიდან მუნიციპალიტეტის მერია პედაგოგებისთვის საინტერესო სიახლეებს გეგმავს.
Print