ზუგდიდის თეატრმა ახალი სეზონი პრემიერით გახსნა (ვიდეო)
11:52 / 06.10.2018
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულმა თეატრმა ახალი სეზონი თომას მანის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლით „მარიო და ჯადოქარი“ გახსნა.
ის მოწვეულმა რეჟისორმა გოგა თავაძემ დადგა. რეჟისორი თქმით, მან მსახიობებთან ერთად ამ სპექტაკლზე ჯერ კიდევ ზაფხულში იმუშავა.
„ძალიან საინტერესო არის ზუგდიდის თეატრის მსახიობებთან მუშაობა. ეს ჩემი მესამე სპექტაკლია ამ ქალაქის თეატრში. დღევანდელი სპექტაკლი რთული და უცნაურია სტრუქტურულად, მაგრამ დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ იქიდან, თუ როგორ მიიღებს ამას ზუგდიდელი მაყურებელი“, - აღნიშნა მან.
ზუგდიდის თეატრი მსახიობები კიდევ ერთი პრემიერისთვის ემზადება, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.
„საბავშვო სპექტაკლი „ბერიკები“ გაიმართება. დატვირთვით მუშაობენ ჩვენი მსახიობები. გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, ჩვენს დასს სამი ახალი მსახიობი შეემატა “, - გვითხრა თეატრის ხელმძღვანელმა ზურა ეგუტიამ.
რაც შეეხება თეატრის სამშენებლო სამუშაოებს, მისივე ინფორმაციით, ფუნდამენტი უკვე ჩაყრილია. ამჟამად, თეატრი სპექტაკლებს ყოფილი კულტურის სახლში მართავს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 971 ადმინისტრაციული
ხუთშაბათს, 25 აპრილს 17:00 საათზე, ზუგდიდში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი "აგენტების' კანონთან დაკავშირებით მოქალაქებს შეხვდება, მოგვიანებით კი, იუსტიციის სახლიდან საპროტესტო მსვლელობაც დაიძრება.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს სამეგრელოსა და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისთვის საჭირო პროცესის დარღვევები გამოვლინდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები