ახალი ამბები
ზუგდიდის თეატრმა ახალი სეზონი პრემიერით გახსნა (ვიდეო)
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულმა თეატრმა ახალი სეზონი თომას მანის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლით „მარიო და ჯადოქარი“ გახსნა. ის მოწვეულმა რეჟისორმა გოგა თავაძემ დადგა. რეჟისორი თქმით, მან მსახიობებთან ერთად ამ სპექტაკლზე ჯერ კიდევ ზაფხულში იმუშავა. 

„ძალიან საინტერესო არის ზუგდიდის თეატრის მსახიობებთან მუშაობა. ეს ჩემი მესამე სპექტაკლია ამ ქალაქის თეატრში. დღევანდელი სპექტაკლი რთული და უცნაურია სტრუქტურულად, მაგრამ დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ იქიდან, თუ როგორ მიიღებს ამას ზუგდიდელი მაყურებელი“, - აღნიშნა მან.

ზუგდიდის თეატრი მსახიობები კიდევ ერთი პრემიერისთვის ემზადება, რომელიც  ოქტომბერში გაიმართება. 

„საბავშვო სპექტაკლი „ბერიკები“ გაიმართება. დატვირთვით მუშაობენ ჩვენი მსახიობები. გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, ჩვენს დასს სამი ახალი მსახიობი შეემატა “, - გვითხრა თეატრის ხელმძღვანელმა ზურა ეგუტიამ. 
 
რაც შეეხება თეატრის სამშენებლო სამუშაოებს, მისივე ინფორმაციით, ფუნდამენტი უკვე ჩაყრილია. ამჟამად, თეატრი სპექტაკლებს ყოფილი კულტურის სახლში მართავს.
Print