ახალი ამბები
ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსი:თანამდებობა უსაფუძვლო ბრალდებების გამო დავტოვე
ჩხოროწყუს პოლიციის უფროსმა ჯუმბერ იზორიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან რადიო "ათინათს" დაუდასტურა. იზორიას განმარტებით, მის მიერ პოსტიდან გადადგომა იმ ბრალდებებს უკავშირდება, რომლებიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გაჟღერდა. იზორია კონტრაბანდულ სიგარეტის გაყიდვასთან მის კავშირს კატეგორიულად უარჰყოფს.

"ადრეც ვაპირებდი გადადგომას, თუმცა, ახლა ამის მიზეზი ის ბრალდებებია, რომლებიც სიმართლესთან არავითარ კავშირში არ არის. მე არ მინდა, ადამიანები უსაფუძვლოდ ლანძღავდნენ უწყებებს, რომლებზეც ჩვენი ქვეყანა დგას. ლანძღავდნენ ადამიანებს, ვისაც ამასთან არავითარ შეხება არ აქვთ. ჩემი ნათესავების არასწორ ბრალდებებთან დაკავშირებით მივიღე ეს გადაწყვეტილება", - თქვა იზორიამ.

გასულ კვირას ”შაბათის კურიერში” გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც ნაჩვენები იყო, რომ, ტელეკომპანიის მტკიცებით, სწორედ ჩხოროწყუს პილიციის უფროსის ოჯახიდან იყიდებოდა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოტანილი კონტრაბანდული სიგარეტი და საწვავი.


ფოტო: რეგინფო
Print