ახალი ამბები
მესტიისკენ მიმავალი გზა კვლავ გადაკეტილია
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში, სადაც  ადგილობრივები აქციას მართავენ, გზა კვლავ გადაკეტილია. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა უთხრა. ჟორჟოლიანის თქმით, აქციის მონაწილეებს მერიის წარმომადგენელი შეხვდა, თუმცა მათ შორის მოლაპარაკება ვერ შედგა. მესტია-ზუგდიდის მიმართულებით მოძრაობა შეფერხებულია.

"ამ კომპანიას ორი წლის განმავლობაში გზის რეაბილიტაციას უნდა განეხორციელებინა, თუმცა ფინანსური კრიზისის გამო ვერ მოხდა. ახლა გვერდში უდგას სახელმწიფოც და საავტომობილი გზების დეპარტამენტიც. ეს უკვე მეორე აქციაა. ერთი კვირის წინათ იყო აქცია და მე შევხვდი მოსახლეობას და ვთხოვე გაეხსნათ გზა. კომპანიამ მაშინ ამოიყვანა ტექნიკა და ახლა მობილიზებას ვახდენდით საწვავევბის, ამაზე მუშაობდნენ, მაგრამ მოსახლეობა მაინც გამოვიდა და მაინც გადაკეტა გზა. არ სჯერათ, რომ რამე გაკეთდება, იმიტომ რომ ორი წელიწადი იმის მოლოდინში იყვნენ, რომ რამე გაკეთდებოდა და ახლა არ იჯერებენ, სწრაფად უნდათ, რომ ყველაფერი გაკეთდეს. კომპანია დღეს უკვე დაიწყებს მუშაობას", - განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

ადგილობრივები გზის რეაბილიტაციას ითხოვენ.  


ამავე თემაზე:

ბეჩოში გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით ზუგდიდი-მესტიის გზა გადაკეტილია


Print