ახალი ამბები
მესტიისკენ მიმავალი გზა, რომელიც დილიდან გადაკეტილი იყო, გაიხსნა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში, სადაც  ადგილობრივებს პროტესტის ნიშნად გზა ჰქონდათ გადაკეტილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი მივიდა. ვიბლიანმა რადიო "ათინათას" უთახრა, რომ მასსა და აქციის მონაწილეებს შორის მოლაპარაკება შედგა.

"საპროტესტო აქცია იმ პირობით შეწყვიტეს, რომ  მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება. გზის რეაბილიტაცია, რომელის სიგრძე 3 700 კილომეტრს შეადგენს, უახლოეს დღეებში დაიწყება. უკვე ამოყვანილია ტექნიკა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. რაც შეეხება სამუშაოების დასრულების ვადებს, კომპანიამ სამუშაოები 20 ნოემბერს უნდა დაასრულოს", - აღნიშნა ვიბლიანმა.

სოფელ ბეჩოში მესტია-ზუგდიდის დამაკავშირებელი გზა  დილიდან გადაკეტილი იყო. აქციის მონაწილეები გზის რეაბილიტაციას ითხოვდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ აქცია გასულ კვირაშიც გამართეს.

ამავე თემაზე:

მესტიისკენ მიმავალი გზა კვლავ გადაკეტილია
Print