ზუგდიდში ქალების ქონებრივი უფლებების შესახებ ისაუბრეს (ვიდეო)
18:15 / 20.10.2018
ქალთა უფლება საკუთრებაზე და მისი მოპოვების რეალური შესაძლებლობაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" დირექტორმაბაია პატარაიამ დღეს ზუგდიდში ისაუბრა.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. პატარიამ მათ უთხრა, რომ "საფარი" დაეხმარება ქალებს, რომ აწარმოონ დავები და ისარგებლონ კანონით მინიჭებული უფლებებით.
"ჩვენ ვისაუბრეთ ქონებრივ უფლებებზე, მიუხედავად იმისა, რომ ქალებს და კაცებს კანონის მიხედვით თანაბარი ქონებრივი უფლებები აქვთ, პრაქტიკაში ასე არ ხორციელდება, მაგალითად, მემკვიდრეობა და უძრავი ქონება ხშირშემთხვევაში ბიჭს გადაეცემა და არა გოგოს. განქორწინების შემთხვევაში ქონების თანაბრად გაყოფა არ ხდება. ალიმენტს, როდესაც აკისრებენ განქორწინებულ მშობლებს, მამები ამ ალიმენტს არ იხდიან",- აღნიშნა პატარაიამ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" სამართლებრივ დახმარებას ზუგდიდსა და წალენჯიხაში მცხოვრებ ქალებს სთავაზობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები