ახალი ამბები
მოქალაქე ვაშაძის მხარდამჭერებს: რას ეუბნებით სააკაშვილის მმართველობის დროს დაზარალებულ ხალხს?! (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოქალაქეების შეკითხვებს ამჯერად „გაერთიანებული ოპოზიციის“ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერებმა უპასუხეს. მანამდე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამასა და იმ მიზეზებზე ისაუბრეს თუ რატომ უჭერენ მას მხარს. კანდიდატის მომხრეების თქმით, ვაშაძე არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და ის არის ნომერ პირველი დიპლომატი. ისინი ამბობენ, რომ  სწორედ მათმა  კანდიდატმა გააგებინა მსოფლიოს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებულია და საქართველომ 2008 წელს ევროპის სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტების მხარდაჭერა სწორედ მისი დამსახურებით მიიღო.

alt

„იმიტომ უნდა გახდეს გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი, რომ მას აქვს უდიდესი გამოცდილება დიპლომატიური კუთხით. სწორედ მისი დამსახურება ის, რომ ექვსი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვიდა საქართველოში და მათ ერთობლივად მოუწოდეს მსოფლიოს შეჩერებულიყო რუსული აგრესია“,- თქვა ოთო კონჯარიამ.

მოქალაქე თეონა ქარდავამ ვაშაძის მხარდამჭერებს რამდენიმე კითხვა დაუსვა და აქვე აღნიშნა, რომ ის ვერ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, რადგან მას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი პირადად შეეხო.

„როდესაც გრიგოლ ვაშაძე საჯაროდ გამოდის და ამბობს, რომ ის შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს და  იმ პერიოდში მომუშავე სხვა პირებს, რას ეუბნება ის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ამ ცხრა წლის განმავლობაში დაზარალდნენ“, -თქვა ქარდავამ.

alt

გარდა ამისა, მან იკითხა  შეიძლებოდა თუ არა 2008წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება რუსეთთან მოლაპარაკების შედეგად, რაზეც მას უპასუხეს, რომ იმ დროს საქართველოს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. რას შეეხება მიხეილ სააკაშვილი, ვაშაძის მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს. რაც შეეხება სხვა თანამდებობის პირებს, ნინო ფიფიამ აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილი იყო ის თანამდებობის პირი,რომელმაც გაატარა უძლიერესი რეფორმა შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„მას უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ იცხოვროს თავს ხალხთან და გააგრძელოს, ის კურსი რაც ცხრა წლის პერიოდში ჰქონდა აღებული. ეს ცხრა წელი იყო ოქროს ასოებით ჩაწერილი ისტორიაში. ქვეყანა გავდა ქვეყანას. არანაირი სახელმწიფო ინსტიტუცია არ მუშაობდა გამართულად და განადგურებული ქვეყნიდან სააკაშვილმა შექმნა ძლიერი სახელმწიფო. რას გავს დღევანდელი პოლიცია? რას გავს დღევანდელი ქვეყანა?“, - თქვა ნინო ფიფიამ.



შეხვედრაზე მყოფი კიდევ ერთი მოქალაქე ცაბუნია ვართაგავას დაინტერესდა კანდიდატის ბოლო დროინდელი განცხადებით, როდესაც მან მარიხუანას მოხმარება პედოფილიას შეადარა და იკითხა თუ რა ხედვა აქვთ მათ ნარკოპოლიტიკაზე.

„მარიხუანას კულტივაცია  არ არის სწორი, უფრო მეტიც ის საზიანოა ახალგაზრდებისთვის და ამავე დროს არ ეთანხმებიან ნარკომომხმარებლის კრიმინალთნ გაიგივებას“, - აღნიშნეს „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატის მხარდამჭერებმა.

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერებს თავისუფალ სივრცეს უთმობს. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გუშინ სალომე ზურაბიშვილისა და კახა კუკავას მხარდამჭერებს მოუსმინეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
29 / მარტი 2024
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოიხსნა.
29 / მარტი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს - თბილი და უნალექო ამინდი.
29 / მარტი 2024
აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.