ახალი ამბები
"ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ" - პროექტის დასკვნითი ღონისძიება ზუგდიდში (ვიდეო)
პროექტის "ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ" შემაჯამებელი ღონისძიება შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. მას სამეგრელო-ზემო სვანეთში იძულებით გადაადგილებულ პირთა ასოციაცია "თანხმობა" ახორციელებს.  პროექტის ფარგლებში, რომელიც  მიზნად ისახავს ყოფილი მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრების პროფესიულ განათლებას, ფსიქო-სოციალურ მომსახურებას, მხარდაჭერას სამუშაოს მოძიებაში და ანაზღაურებად სტაჟირებას და მცირე გრანტებს, 80-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. მათ აღნიშნული მომსახურებების მიღებაში პროექტში მონაწილე მენტორები და ფსიქოლოგი ეხმარებოდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია თანხმობას წარმომადგენელმა მაია ჩემიამ საზოგადოებას აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მენტორის ფუნქციის შესახებაც ისაუბრა. გარდა ამისა, ისინი სერთიფიკატებით და სიმბოლური საჩუქრებით დასაჩუქრდნენ.
alt
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ. ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით მხარდაჭერით მიმდინარეობს. სამეგრელოს რეგიონში მას  საერთაშორისო ორგანიზაცია ორგანიზაცია Hilfswerk Austria International და იძულებით გადაადგილებულ პირ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" და "მეწარმე ქალთა ფონდი" ახორციელებენ.
Print