ახალი ამბები
გიორგი გახარია: ზუგდიდში ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე არჩევნებთან დაკავშირებით
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარის განმარტებით, მან ზუგდიდში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან, არჩევნების პირველი ტური, უსაფრთხოების კონტექსტში შეაჯამა. გახარიას ინფორმაციით, ეს მისი რიგითი შეხვედრა იყო და მეორე ტურის უსაფრთხოდ ჩატარების გარდა სხვა თემას არ ეხებოდა.

„ჩემი მიზანი არის როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, უსაფრთხოების მიზნით გავიგო რა ხდება რეგიონში. მოგეხსენებათ, რომ შსს უზრუნველყოფს მშვიდ და უსაფრთხო გარემოს არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენ ეს შევძელით პირველ ტურში და შევძლებთ მეორე ტურშიც. ეს იყო ჩემთვის ერთი რიგითი სამუშაო შეხვედრა, ასეთ დღეებს მე ვატარებ ხან ბათუმში, ხან ოზურგეთში, ხან თელავში და ასე შემდეგ. ჩემი მიზანი იყო შემეჯამებინა, როგორ ჩატარდა არჩევნები უსაფრთხოების კონტექსტში და რა უნდა გავაკეთოთ, იმისთვის, რომ ჩვენი მუშაობის ხარისხი მოქალაქეების უსაფრთხოების და მშვიდეობიან გარემოში არჩევნების ჩატარების კონტექსტში უფრო ამაღლდეს. გამგებლებთან, მე მეტწილად ვისაუბრე, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები უსაფრთიოების კონტექსტში და როგორ ჩავატაროთ. მოგეხსნებათ, აქედან სულ რამდენიმე კილომეტრშია დროებითი გამყოფი ხაზი, რაც დამატებით რისკებს აჩენს და სენსიტიურობას სძენს უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარების საკითხს და ჩვენ ამას განსაკუთებულ ყურადღებას ვაქცევთ“, - აღნიშნა გახარიამ.

გიორგი გახარია მთელი დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავდა.

ამავე თემაზე:

შს მინისტრი: ზუგდიდში ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ამომრჩევლის მოსყიდვაზე გამოძიების დაწყება (ვიდეო)
Print