ახალი ამბები
სენაკში მამაკაცი დაჭრეს
სენაკის ცენტრში, შუახნის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრეს. ის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოშია გადაყვანილი და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. მედიკოსები პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჯერ ვერ საუბრობენ. შს სამინისტრომ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

Print