ახალი ამბები
სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსი" მოქალაქეებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს სთავაზობს
ზუგდიდში, 10 ნოემბერს 10:00 საათიდან სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსში" (მის: მ.კოსტავას #1) უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება. მსურველებს ექიმები შემდეგი მიმართულებით გაუწევენ კონსულტაციებს: გინეკოლოგია, ქირურგია(პროქტოლოგი), ალერგოლოგია, ნეფროლოგია, ანგიოლოგია და ნევროლოგია. აგრეთვე, ჩატარდება PAP და PSA ლაბორატორიული კვლევები.

მსგავსი სახის უფასო გამოკვლევების ჩატარებას სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსი" მომავალშიც გეგმავს.

Print