ახალი ამბები
აშშ-ის საელჩო: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. ისინი ასევე გმობენ, „ბორდერიზაციის“  პროცესს სოფელ ატოცთან.   ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო აქვეყნებს.

„მესერის გავლება საარსებო წყაროს ართმევს ადამიანებს და უზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“, – აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციაში.

7 ნოემბერს ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის ხელოვნური ბარიერები აღმართეს.


Print