ახალი ამბები
ირაკლი ღურწკაიამ "ევროპული საქართველო" დატოვა
"ევროპული საქართველოდან" ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ირაკლი ღურწკაიამ პარტია დატოვა. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. ღურწკაია ამბობს, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა და აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მიიღო. ის პარტიის დატოვების მიზეზს განმარტავს და ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია იმ ძალის მხარდაჭერა, რომელიც ახალაიების, ქარდავებისა და სხვების შეწყალებასა და რეინკარნაციას აპირებს.

"ჩემთვის ცნობილი იყო, რომ "ევროპულ საქართველოს" არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობასთან", მაგრამ ყველაფერს ფარდა აეხადა. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მიუღებელია "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად მუშაობა და ვტოვებთ "ევროპულ საქართველოს". ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების გადაწყვეტილება", – აღნიშნა ღურწკაიამ პირველ არხთან საუბარში.

ირაკლი ღურწკაიამ დღეს 11 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის და "იმედის" ჟურნალისტები დაიბარა, თუმცა ადგილზე სხვა მედია საშულებების წარმომადგენლებიც მივიდნენ. ადგილზე კი ღურწკაიას ნაცვლად "ევროპული საქართველოს" სხვა წევრები დაგვხვდნენ. მოგვიანებით ირაკლი ღურწკაიამ კომენტარის გაკეთება აღნიშნული ტელევიზიების ჟურნნალისტებთან სხვა ადგილას ისურვა. ჩვენ არაერთხელ ვეცადეთ მასთან დაკავშირება, თუმცა საკრებულოს წევრი ჩვენს ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობს.

ამავე თემაზე:

"ევროპული საქართველო": „ქართული ოცნება“ ჩვენი წევრის გადაბირებას ზეწოლით ცდილობს 




Print