ახალი ამბები
თეთნულდი-ჰაწვალის სათხილამურო ტრასა 22 დეკემბერს გაიხსნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ზამთრის კურორტები სრულად არის გამართული, ასევე ყველა საბაგირომ გაიარა სარემონტო სამუშაოები და ტექნიკური დათვალიერება. ამავე ცნობით, თეთნულდი-ჰაწვალის სათხილამურო ტრასა 22 დეკემბერს გაიხსნება.

"ყველა კურორტი მზად არის ვიზიტორების მისაღებად, საბაგიროებს ჩაუტარდა გეგმური სარემონტო სამუშაოები, სათხილამურო გზები იწმინდება ქვებისგან, საბაგიროს ოპერატორებმა გაიარეს გადამზადების კურსი", - აცხადებენ სამინისტროში.

8 დეკემბერს სეზონი ოფიციალურად გაიხსნება კურორტ "გოდერძიზე", ხოლო "გუდაურში" - 15 დეკემბერს. ამასთან, დიდველის სათხილამურო ტრასა დამსვენებლებს 8 დეკემბრიდან მიიღებს.


Print