ახალი ამბები
პროექტის მიხედვით, ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტი 34,5 მლნ ლარით განისაზღვრა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, 2019 წლის ბიუჯეტისა და 2019-2020 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტი სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველეთა საბჭოს წარედგინა. 2019 წლის ბიუჯეტი 34 მილიონ 500 ათასი (ოცდათოთხმეტი მილიონ ხუთასი ათასი) ლარით განისაზღვრა. მერიის პრესსამსახურის ცნობით, ფინანსური დოკუმენტის განხილვას მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია, მერიის სტრუქტურული ერთეულების, ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების წარმომადგენლები დაესწრნენ.

alt

ამავე ინფორმაციით, პრიორიტეტად კვლავ მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, განათლების სფეროს მხარდაჭერა, კულტურისა და სპორტის განვითარება, სოციალური სფერო და ჯანდაცვა განისაზღვრა.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯანდაცვა და სოციალური სფეროსკენ მიმართულია 2,810 მილიონი ლარი, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია - 13,816 მილიონი ლარი, განათლება- 6, 050 ლარი, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ პროგრამებზე  3,0260 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ზუგდიდის მერიაში მიიჩნევენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ოპტიმალურადაა დაგეგმილი და მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული. დოკუმენტის განხილვა საკრებულოს შესაბამის კომისიებში გაგრძელდება.

Print