ახალი ამბები
ხობში ჩასარიცხი აპარატი მოიპარეს
ხობის ცენტრში არსებული საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალიდან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ მოხდა.  შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა ჩასარიცხი აპარატი ბანკთან ახლოს იპოვეს და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

Print