ახალი ამბები
ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტი წარმოებაში მიიღეს
ზუგდიდის მომავალი წლის ბიუჯეტი საკრებულომ წარმოებაში მიიღო და მისი განხილვები დღეიდან დაიწყება. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, ისინი მერიას ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებითა და რეკომენდაციებით ათი დღის ვადაში დაუბრუნებენ. წოწერია მოქალაქეებს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ბიუჯეტის განხილვაში აქტიური მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.

"ბიუჯეტის პროექტი კანონით დადგენილ ვადაში წარმოდგენილია და შესაბამისად განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე. ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საქმის წარმოების შესახებ. მე ყველას მოვუწოდებ, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა განხილვებში. ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული კომისიური და ფრაქციული განხილვების განრიგი. ნებისმიერ პირს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კომისიურ განხილვებში და ინდივიდუალურად მოგვაწოდოს რეკომენდაციები", - თქვა წოწერიამ.

ქალაქის მომდევნო წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი 34 მილიონ 500 ათასი (ოცდათოთხმეტი მილიონ ხუთასი ათასი) ლარით განისაზღვრა.
Print