ახალი ამბები
"ათინათში" მოქალაქეებს მეწარმეობისა და დასაქმების ახალი პროგრა გააცნეს (ვიდეო)
ასოციაცია "ათინათში" ფონდის " მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" ახალი პროგრამა ზუგდიდელებს გააცნეს. პრეზენტაციას 70- ზე მეტი ადილობრივი დაესწრო. პროგრამა მიზნად ისახავს მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური ჩართულობის გაზრდას მათი დასაქმების უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებით. მეწარმეობის პროგრამა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთში ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს, ოთხ მუნიციპალიტეტს, კერძოდ, ზუგდიდს, ფოთს, წალენჯიხასა და სენაკს მოიცავს.

alt
მეწარმეობის პროგრამა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

მეწარმეობისა და პიროვნული განვითარების ტრენინგი;

გრანტები დამწყები ბიზნესისთვის 4 500 ლარამდე;

მეწარმეობის ფორუმი;

რაც შეეხება დასაქმების პროგრამას, მას AAH განახორციელებს და ის ზუგდიდის, ფოთისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებს მოიცავს. შერჩეული მონაწილეები სესიებს კვირაში სამჯერ დაესწრებიან.

დასაქმების პროგრამა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

პიროვნული განვითარება; დასაქმების უნარ-ჩვევები;

კომპანიებთან შუამავლობა და კორპორატიული მოხალისეობა.



პროგრამის სხვადასხვა კომპონენტის განსახორ¬ციელებლად და მიზნის მისაღწევად, Action Against Hunger თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციასთან „DVV International“ და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან - ასოციაცია “ათინათი’’, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებულ სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ).

Print