არჩევნები
მირანდა მესხი: უბნებიდან კომისიის წევრები საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდნენ
ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი უბნის კომისიის რამდენიმე წევრის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. როგორც მან რადიო "ათინათს" უთხრა, ისინი პირადი განცხადების საფუძველზე გადადგნენ.

"ზუსტად არ ვიცი, რომელი უბნებია, მაგრამ თავმჯდომარის და მდივნის თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგნენ. განცხადება დაწერეს ოჯახური პირობების გამო, ვინაიდან პასუხისმგებელი პირები არიან და ყოველდღე უნდა იყვნენ უბნებზე. ისინი ამის მიზეზად თავიანთ პირად და ოჯახურ მდგომარეობას ასახელებენ. ერთი თავმჯდომარე საზღვრებს გარეთაა, ერთმა დატოვა ქალაქი. ასევე, კომისიის თავმჯდომარე და მოადგილე გადადგა, თუმცა ისინი რჩებიან კომისიის წევრებად, რამდენიმე კი წავიდა", - ამბობს მესხი.

რაც შეეხება იმას, რომ, წითლიძის თქმით, სხდომის შესახებ ენმ დაუწყებული არ იყო, მირანდა მესხმა აღნიშა, რომ მათი წარმომადგენელი შაბათს სხდომას დაესწრო.

მისივე ინფორმაციით, ვაკანტურ თანამდებობეზე ერთ დღიანი კონკურსი გამოაცხადეს და მათ შესარჩევად სხდომა დღეს გაიმართება.

ამავე თემაზე:

ანა წითლიძე: ზუგდიდში რამდენიმე საარჩევნო უბნის კომისის თავმდდომარემ და მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს

Print