ახალი ამბები
გაერთიანებული ოპოზიცია გადასატანი ყუთის მეშვეობით გაყალბების მცდელობაზე საუბრობს (ვიდეო)
ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ინფორმაციით, გადასატან ყუთის სიაში ჩასაწერად განცხადებებს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და კოორდინატორები წერენ. წითლიძე ამბობს, რომ ისინი არ საჭიროებენ გადასატანი ყუთით მომსახურებას და მხოლოდ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის დავალებას ასრულებენ.



"ჩვენ ჯერ მხოლოდ ორი უბანი შევამოწმეთ და ერთ უბანზე უკვე 12 ასეთი განცხადება აღმოვაჩინეთ. ეს არის გაყალბების ერთ-ერთი მექანიზმი და დავალება, რომელსაც ისინი იღებენ",-აღნიშნა წითლიძემ.

მან 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიას მოუწოდა, რომ მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავოს.

Print