ახალი ამბები
სენაკში ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა
სენაკში, სოფელ ნოსირში ორსართულიანი სახლი რამდენიმე წუთის წინ მთლიანად დაიწვა. საგანგებო სიტუაცია მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სამი სახანძრო- სამაშველო ბრიგადა მუშაობდა და მათ ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ნოსირის გამგებლის გოგა ქორიძის ინფორმაციით, ხის სახლში სამსულიანი ოჯახი ცხოვრობდა. მათ სახლიდან გამოსვლა დროულად მოახერხეს.

„მამა არ იმყოფებოდა სახლში, დანარჩენები გამოვიდნენ. სამწუხაროდ, ვერაფრის გამოტანა ვერ მოახერხეს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ქორიძემ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლთ დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.

ფოტო: ნატა ხორავა
Print