ახალი ამბები
არასრულწლოვნის გაუპატიურება, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობით დაისაჯოს
არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულის შემთხვევაში, კანონი მკაცრდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, არასრულწოვნის გაუპატიურება, შესაძლოა, უვადო პატიმრობით დაისაჯოს.

"პედოფილიაზე კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს ის კანონპროექტი, რომელიც მთავრობას წარვუდგინეთ. განსაკუთრებით არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის ნაწილში გავამკაცრეთ სანქციები. მაგალითად, არასრულწლოვანის გაუპატიურების შემთხვევაში, უვადო თავისუფლების აღკვეთაც იქნება გათვალისწინებული, რაც ამ დრომდე ასე არ იყო", — აღნიშნა მეზვრიშვილმა.

Print