ახალი ამბები
სოხუმი: 8 ათასზე მეტი ახალი პასპორტი მზადაა გასაცემად
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს განცხადებით ახალი ნიმუშის 8226 პასპორტი მზადაა გასაცემად. საპასპორტო სამსახურები მოუწოდებენ მოქალაქეებს, მათთვის მისაღებ დროს, მოვიდნენ და მიიღონ დოკუმენტები, წერს „ნუჟნაია გაზეტა“.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს აფხაზურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2019 წლის 1 იანვრიდან აფხაზეთში ძველი პასპორტები გაუქმდება, თუმცა მიმდინარე წლის 21 იანვარს დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2005 წელს გაცემული აფხაზური პასპორტების მოქმედების ვადამ პენსიონერებისთვის 1 მარტამდე გადაიწია. გადაწყვეტილება რესპუბლიკაში პენსიების შეუფერხებლად გაცემის მიზნით მიიღეს.

პასპორტიზაციის პროცესი დე ფაქტო რესპუბლიკაში 2016 წლის მაისში დაიწყო.

Print