ახალი ამბები
აფხაზური მედია ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილზე : „რა გახდა სუიციდის მიზეზი, გაუგებარია“
“ჩემი აზრით, ძალიან უცნაური ისტორიაა. საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა მამაკაცი ირაკლი კვარაცხელია მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონო კვეთის მომენტში დააკავეს, სამმართველოში მიიყვანეს, და სანამ ეს უკანასკნელი განმარტებით ბარათს წერდა, ოთახში მარტო დარჩენილმა თვითმკვლელობა ჩაიდინა, წერს აფხაზური „ნუჟნაია გაზეტა“.

ამავე მასალაში ჟურნალისტი იზიდა ჭანია აღნიშნავს, რომ სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, კვარაცხელიას მიმართ ძალა არ გამოუყენებიათ, თავადაც თავშეკავებულად და თავაზიანად იქცეოდა და აგრესიას არ ამჟღავნებდა. აფხაზეთის სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა ადასტურებს, რომ ცხედარს ძალადობის კვალი არ
აღენიშნებოდა.

„რა გახდა სუიციდის მიზეზი, გაუგებარია“, - წერს ჟურნალისტი.

მსი ცნობით, "საზღვრის დარღვევის და შესაბამისი საბუთების არქონის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს ჯარიმას, 30 - 60 ათასი ლარის ოდენობით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას", თუმცა, მისივე განმარტებით, სინამდვილეში ასეთი შემთხვევებში მოქალაქის „საქართველოში დეპორტაციით“ შემოიფარგლებიან ხოლმე. აქედან გამომდინარე, მისი აზრით, ახალგაზრდა მამაკაცს სასოწარკვეთილების მიზეზი არ უნდა ჰქონოდა.

აფხაზი ჟურნალისტი სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ მათი დადასტურება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ქართველი და აფხაზი სამართალდამცავები საკითხის პოლიტიზირებას არ შეეცდებიან და თავიანთი უშუალო მოვალეობის შესრულებას, გამოძიებას შეუდგებიან.

„ეს ერთობლივი აფხაზურ-ქართული გამოძიების ჩატარების კარგი შესაძლებლობაა, რათა პოლიტიკოსებს არ მიეცეთ ადამიანის ტრაგედიით სპეკულირების საშუალება“,- წერს ჭანია.

დე ფაქტო რეჟიმის მტკიცებით, ირაკლი კვარაცხელიამ ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე დაკითხვის ოთახში მოიკლა თავი და მას არავითარი ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. გარდაცვლილის ახლობლებს კი, თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ.

ირაკლი კვარაცხელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ გადმოასვენეს. გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში დასრულდა.

Print Email
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / მარტი 2019
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ლავრენტი ქირიას, რომელიც ზუგდიდის მეექვსე სკოლასთან დაკავშირებით გაგზავნილ წერილში ავტორად არის მითითებული,
25 / მარტი 2019
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია „ქართული ოცნების“ მიერ მერობის კანდიდატად გიორგი შენგელიას დასახელებას გამოეხმაურა. მისი თქმით,
25 / მარტი 2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადებით, მთავრობა ანაკლიის კონსორციუმს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, რომ მან თავისი საინვესტიციო ვალდებულების შესრულება შეძლოს.
საზოგადოება
{{ARTICLEIMAGE}}გადაცემის თემა: მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებაში
სოციალურმა კაფემ "MegoBar" ბუბა სორდიას პერფორმანსს - "აკუსტიკური დაპირებები" უმასპინძლა. შეკრებილი საზოგადოებისთვის მომღერალმა თემატურად შერჩეული სიმღერები შეასრულა
29 წლის ილონა შონია წარმოშობით აფხაზეთიდანაა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს მისი ოჯახი საცხოვრებლად ზუგდიდში გადმოვიდა, სადაც ილონამ ბავშვობა
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა სკეიტ-პარკში, ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობას?
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 7 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ფოთი 8 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.