ახალი ამბები
ქართველმა მორაგბეებმა რუსი მეტოქეები დაამარცხეს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში რუსი მორაგბეები ანგარიშით - 22:6 დაამარცხეს და "რაგბი ევროპის" გამარჯვებულები გახდნენ.
მატჩი კრასნოდარში გაიმართა.  პირველი ტაიმი „ბორჯღალოსნებმა“ 10:3 მოიგეს. მეორე ტაიმის ბოლოს კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს, შესაბამისად, საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის რიგით 23-ე დაპირისპირება საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.


"ბორჯღალოსნებს" "რაგბი ევროპა 2019"-ის არცერთი თამაში არ წაუგიათ.
Print