ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ დროშა და სანდა რულოვსის საწინააღმდეგო გაზეთები „ზვიადისტების“ ფორუმზე
ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მომხრეები არიან შეკრებილები. მათი მტკიცებით, აქ ეროვნული ფორუმი მიმდინარეობს. შეკრებილებს სკამებზე გაზეთი დახვდათ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის განცხადებებია ზვიად გამსახურდიას შესახებ, ასევე, დარბაზში გამოფენილია „ქართული ოცნების“ დროშა.





ღონისძიება მერიის ა(ა)იპ "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" ხელმძღვანელმა მადონა მაქაცარიამ გახსნა. ამ წუთებში დარბაზში მყოფებს სიტყვით აფხაზეათის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესის საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მიმართავს. მან შეკრებილებს 90-იან წლებში ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ისინი მეტ დაფასებას იმსახურებენ.

„ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროიდენლი ქმედებები, რომ მან ასე დააფასა ზვიად გამსახურდია, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგმა ეს არჩევნებს დაუკავშირა, მაგრამ ასე არაა“, - თქვა გამახარიამ.

Print