ახალი ამბები
ენმ-ის მხარდამჭერი: ჰაერში გაისროლეს და დამემუქრნენ
"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, რომელიც ფაიფურის დასახლებაში,  #87-ე უბანთან იმყოფებოდა ამბობს, რომ მას მისთვის გაურკვეველი პირები დაემუქრნენ. მისივე თქმით, მანქანაში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ჰაერში გაისროლა და უთხრა, რომ "შენი საშველი არ ყოფილაო". ის ამ წუთებში ქალაქის პოლიციის სამმართველოს შენობასთან იმყოფება და დაკითხვას ითხოვს.

"ვარ ძალიან შეშინებული და დამატებით ნურაფერს მკითხავთ, მინდა  პოლიციამ დამკითხოს, ჩემს მიმართ არის მუქარა", - ამბობს ზოია ქვარცხავა.

ჯერჯერობით მას პოლიციელები არ გამოხმაურებიან.
Print