ზუგდიდში დამოუკიდებლობის 101-ე წელი საზეიმოდ აღნიშნეს (ფოტო, ვიდეო)
17:38 / 26.05.2019
ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების 101 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით,
თავისუფლების მოედანზე გამოფენილი იყო სპეცტექნიკა, გაიმართა სხვადასხვა მუსიკალური და სპროტული აქტივობა, წარმოდგენილი იყო საინფორმაციო სტენდები ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას შესახებ, ასევე, დამოუკიდებლობის აქტი, რომელზეც ხელმოწერა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
26 მაისი ზუგდიდან მიულოცა საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ ამ ქალაქიდან დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სიმბოლურია.
ასევე, სიმბოლურად, 17:10წთ-ზე, როდესაც დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ანსამბლმა „ოდოიამ“ ღონისძიების სტუმრებთან ერთად საქართველოს ჰიმნი, სხვა რეგიონების პარალელურად შეასრულა.
დილით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები გვირგვინებით შეამკეს. დამოუკიდებლობის 101 წლისთავი ზუგდიდში ქართველო მომღერლების კონცერტით დასრულდება.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები