კულტურა
ECHOWAVES Festival-ის Line up-ის ნაწილი ცნობილია - ბილეთების ყიდვა ხვალიდან დაიწყება
ECHOWAVES Festival-ის ორგანიზატორებმა 22-25 აგვისტოს ანაკლიაში გასამართი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მონაწილეების ნაწილის ვინაობა გაასაჯაროვეს. შემსრულებლების სია მათ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს. უკვე ცნობილია, რომ ფესტივალზე დაუკრავენ ისეთი ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, როგორებიც არიან Adriatique, Ben clock, Dj Tennis, Kink live, musumeci petre inspirescu, Red axes, Rødhåd, Tom Trago, valentino kanzyani, Vril live, Yokoo, andrew meller, Bacho, Gio Shengelia, L8, Siddhartha Ania Stimmhalt, Tomma.

გარდა ამისა, ამავე ინფორმაციით, ბილეთების შეძენა მსურველებს ხვალ დილის 10 საათიდან შეეძლებათ და პირველი 1000 მულტიპასის ღირებულება 99 ლარი იქნება.


ფოტო: ECHOWAVES Festival
Print