ახალი ამბები
საკრებულოს სხდომას, რომელზეც ყინულის სახლის ტერიტორიის გაყიდვაზე უნდა იმსჯელონ, სამოქალაქო აქტივისტები ესწრებიან
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას, რომელზეც ყინულის სახლის ტერიტორიის აუქციონზე გატანაზე უნდა იმსჯელონ, სამოქალაქო აქტივისტები ესწრებიან.


ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის წევრები და სხვა აქტივისტები საკითხის გარშემო საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას აპირებენ. მათ ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერებით: „თვითმმართველობა ზუგდიდელების დაკვეთას ასრულებთ?“, „არ ვყიდი“, მატყუარა გეგა!“ და სხვ.


საკრებულოს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.


Print