ახალი ამბები
სოხუმი: ოთხოზორია - ტატუნაშვილის სია ხელს არ უწყობს მოლაპარაკებების პროცესს
ქართული მხარე აქტიურად აგრძელებს პარტია „ევროპული საქართველოს" მიერ „ინიცირებული „ოთხოზორია - ტატუნაშვილის“ სიაზე მუშაობას, თუმცა აფხაზური მხარე თვლის, რომ აღნიშნული სია ხელს ვერ შეუწყობს მოლაპარაკებების პროცესს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოხუმში, უსაფრთხოების საკითხებში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაცია დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

„მიუხედავად ჩვენი კონსულტაციებისა და გაფრთხილებისა, საქართველოს მთავრობამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება მხარი დაეჭირა ამ სიისთვის. სწორედ ეს გახდა გალის შეხვედრების შეჩერების მიზეზი“. - განაცხადა დაურ კოვემ.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის ტაივო კლაარის განცხადებით, მათი მიზანია, რომ ჟენევის მოლაპარაკებები მაქსიმალურად პროდუქტიული გახდეს. 

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი 48 - ე რაუნდი 2019 წლის 2- 3 ივლისს არის ჩანიშნული.

Print