ახალი ამბები
ტრეფიკინგში ბრალდებულ უკრაინელ ქალს პატრიარქთან შეხვედრა სურს
უკრაინის მოქალაქეს იულია სუსლიაკს, რომელიც ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს ტრეფიკინგის ბრალდებით, გათავისუფლების შემდეგ საქართველოს პატრიარქთან შეხვედრა სურს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მისმა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ უთხრა. როგორც თოდუა ამბობს, დღეს ის დაკავებულს სააპელაციო სარჩელთან დაკავშირებით შეხვდა.

„უკვე შევიტანე სააპელაციოში სარჩელი წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების უსაფუძვლობის შესახებ, რადგან ეს მხოლოდ პროკურორების ახირებაა. არავითარი მტკიცებულება არ არსებობს და მათ მოსაპოვებლად, შესაბამისად, არც დამატებითი დროა საჭირო. მე ხვალ ველოდები საქმის პროკურორებს, რომ შედგეს გამოკითხვის ოქმი. ბევრი კითხვა მაქვს მათთან. მათ შორის, იმის შესახებ, რატომ აჭიანურებენ პროცესს, რომელსაც ხელს უწყობს მოსამართლეც. ყველანაირად უკვე დადასტურებულია, რომ ბავშვების მშობლები ნამდვილად იულია და იური სუსლიაკები არიან და რომ იულიაც არც გაუყიდია არცერთი ბავშვი, არც აპირებდა და არც აპირებს ამის გაკეთებას. მას სურს, რომ გათავისუფლების შემდეგ პატრიარქს შეხვდეს, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რატომ“, - აღნიშნა თოდუამ.

მისივე თქმით, სუსლიაკი წინასწარი პატიმრობისას ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს.

უკრაინელი ბავშვების უკრაინაში დასაბრუნებლად თბილისში პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. დელეგაციამ ათივე ბავშვი სამშობლოში წაიყვანა.

ამავე თემაზე:


ადვოკატი არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ბრალდებული იულია სუსლიაკისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს


Print