ახალი ამბები
ძლიერი სეტყვა მარტვილში - სტიქიამ ორი სოფელი დააზარალა (ფოტო)
მარტვილის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ ორი სოფელი სალხინო და დიდი ჭყონი დააზარალა. სოფლების გამგებლების დავით ხუხუასა და გიორგი ჯიჯელავას ინფორმაციით, გარკვეულ უბნებში დაზიანებულია ხეხილის ბაღები, ყანები, ვენახები, თხილის პლანტაციები. სეტყვამ გახვრიტა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი.

„დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში იყო ძლიერი სეტყვა და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ელექტროენერგიაც არ იყო. მერი და წარმომადგენლები იყვნენ ადგილზე და შექმნილია სპეციალური კომისია. ხვალიდან ზარალის დათვლა დაიწყება და მაქსიმალურად დავეხმარებით მოსახლეობას“, - უთხრა რადიო „ათინათს“ დავით ხუხუამ.

გამგებლების ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფლებში ნალექი აღარაა.


Print