ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე გადადგა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნული ინფორმაცია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დაადასტურა.

„ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამკვიდრებს საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ქმედებებით. ამ მაღალი სტანდარტის ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ... ეს გადაწყვეტილება არის საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულება და არა უპასუხისმგებლო, დესტრუქციული ძალების დღის წესრიგის გაზიარება,“ - განაცხადა კალაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას დროებით, თამარ ჩუგოშვილი, პირველი ვიცე-სპიკერი შეასრულებს.

ამავე თემაზე:

პარლამენტის თავმჯდომარე გადადგომას არ აპირებს
Print